მიწოდება და გადახდის წესები
გადახდის მეთოდები
პროდუქციის საფასურის გადახდა საბანკო გადარიცხვის საშუალებით.
TBC ბანკის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა: #GE29TB7968536020100006
TBC ბანკის Pay Box-ის აპარატიდან თანხის ჩარიცხვისთვის თანმიმდევრობით მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
- მონიტორზე აირჩიეთ „ბანკი/მიკროსაფინანსო/დაზღვევა";
- შემდეგ „თიბისი ბანკი";
- შემდეგ „კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა";
- შემდეგ „შეიყვანეთ დამკვეთის პირადი ნომერი";
- მიუთითეთ კომპანია NIAMORI-ს ს/კოდი: 405157431;
- დანიშნულებაში მიუთითეთ: პროდუქცია;
- შემდეგ რიცხავთ შესაბამის თანხას.
NIAMORI-ს კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორება (გთხოვთ, ანგარიშსწორებისას გქონდეთ შეძენილი პროდუქციის ღირებულების თანხის ზუსტი ოდენობა).
მიწოდების წესები და ტარიფები
- თბილისი — მიტანა უფასოა;
- რუსთავი, მცხეთა, საგურამო, წყნეთი და თბილისის ახლო მდებარე სხვა დაბა ან სოფელი — 15 ლარი.
რეგიონები — მიწოდება ხდება:
- საქართველოს ფოსტის ან DHL-ის მეშვეობით — მიწოდების ღირებულება იწყება 12 ლარიდან და განისაზღვრება ინდივიდუალურად, მიწოდების პუნქტის მდებარეობის, ამანათის მიღების ტიპისა და წონის მიხედვით;
- სამარშუტო ტაქსით — 5 ლარი (გარკვეულ შემთხვევებში ფასი შეიძლება შეიცვალოს რაოდენობის ან სამარშუტო ტაქსის მესაკუთრის გადაწყვეტილებით).
მიწოდების ვადები
თბილისი და თბილისის ახლო მდებარე ქალაქი, სოფელი ან დაბა — შეკვეთიდან მე-2 სამუშაო დღეს;
რეგიონი — შეკვეთიდან მე-3 სამუშაო დღიდან (დამოკიდებულია მიწოდების პუნქტის მდებარეობაზე).
შეძენილი პროდუქციის მიწოდების ვადა შესაძლებელია გაიზარდოს და დამოკიდებულია შეკვეთის სირთულეზე; ასეთ შემთხვევაში ვადები დამკვეთთან წინასწარ თანხმდება.