ხშირად დასმული კითხვები
ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ქართულ საჩუქარს თქვენი საყვარელი ადამიანებისა თუ კოლეგებისთვის — ღვინოს, ბრენდსა და ჭაჭას პერსონალური გრავირებით.
საიტზე მაქსიმალურად გამარტივებულია ნიამორის პროდუქციის შეკვეთა:
1) ირჩევთ სასურველ სასმელს
2) შეგყავთ ბოთელზე დასაგრავირებელი სასურველი ტექსტი
3) შეგყავთ მიწოდების მისამართი
4) ყიდულობთ პროდუქტს Visa/Mastercard ბარათებით
შესყიდვის დადასტურების შემდეგ, იმავე ან მეორე სამუშაო დღეს, Whatsapp-ზე ან Viber-ზე გამოგეგზავნებათ სასმელზე დასაგრავირებელი ტექსტის დიზაინი და მხოლოდ დადასტურების შემდეგ დაიწყება შეკვეთაზე მუშაობა.
დამზადებას ჭირდება 2-3 სამუშაო დღე.
ნიამორის ლოგოს ქვეშ კეთდება მიძღვნითი სახის წარწერა, მაგ.: ექსკლუზიურად სახელი/გვარი. ბოთელზე რჩება ნიამორის ლოგო და ღვინის დასახელება.
ფასში შედის სახელობითი გრავირება.
თბილისში შეძენის შემთხვევაში, თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში. ხოლო რეგიონისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნივთის უსაფრთხოებაზე იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირებას ახდენენ საფოსტო კომპანიები ჩვენგან დამოუკიდებლად.
დიახ, ღვინის შეკვეთა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ტრანსპორტირება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და თანხა ანგარიშდება ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურად, ბოთლების რაოდენობის გათვალისწინებით. ხოლო გზავნილს მიიღებთ 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვეყანაში მოქმედებს სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს ან ზღუდავს პირადი მოხმარების მიზნით ალკოჰოლის შეტანას ქვეყნის ტერიტორიაზე. აუცილებლად გაეცანით ამ რეგულაციებს, საბაჟო პროცედურების თავიდან აცილების მიზნით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ საზღვარგარეთ ტრანსპორტირება არ შეიცავს არანაირი სახის დაზღვევას.
ონლაინ შესყიდვა ჩვენს საიტზე ხორციელდება unipay-ის მხარდაჭერით და ყველა ოპერაცია სრულდება დაცულ სერვერებზე. ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც იყენებთ ტრანზაქციის დროს. ასევე არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, რომელიც საიტზე შეგყავთ რეგისტრაციისა და შეკვეთის განხორციელების დროს. თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე მხარეზე გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.
აუცილებლად მოგვწერეთ gbochorishvili@niamori.ge-ზე და უმოკლეს დროში მიიღებთ ამომწურავ პასუხს.
შედეგი ვერ მოიძებნა.